Saturday, October 14, 2017

დღე მეცხრე

ბოლო სატრენინგო შეხვედრაზე მიმოვიხილეთ თითოეული მასწავლებლის სასწავლო პროექტის საბოლოო სახე, შევაჯამეთ  სრული კურსი განვლილი მოდულებისა, აღვნიშნეთ პროექტის ეფექტურობა სასწავლო პროცესის წარმატებულად წარმართვისათვის.

Sunday, October 8, 2017

დღე მე-8

დღევანდელი შეხვედრის თემა გახლდათ ფასილიტაციები ტექნოლოგიებით, ანუ ტექნოლოგიური ფასილიტაცია ხელს შეუწყობს მოსწავლეს გახდეს დამოუკიდებელი და თვითრეგულირებადი, რაც ხელს შუწყობს და გააუმჯობესებს სასწავლო პრაქტიკას

Saturday, October 7, 2017

დღე მე-7

გავეცანით მე-6 მოდულს_ სასწავლო პროექტის დაგეგმვას მოსწავლეთა ყველა აუცილებელი საჭიროებების გათვალისწინებით, გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტისა და ბლუმის ცოდნის დონეების გათვალისწინებით, რომელიც დაგვეხმარება მოსწავლეებში სხვადასხვა ინტელექტისა და შესაძლებლობების განვითარებაში.

Sunday, October 1, 2017

დღე მეექვსე

დღევანდელ შეხვედრაზე გავეცანით მოდულს, მოსწავლის როლის მორგების შესახებ, რაც ძალიან დამეხმარება პროექტის წარმატებულად განხორციელებაში,დამაფიქრებს მოსწავლეთა საჭიროებებზე, მიმოვიხილეთ აგრეთვე შეფასების რუბრიკა, რაც ასევე მნიშვნელოვანია მოსწავლის მიღწევების და უნარების გასაგებად.