Saturday, September 30, 2017
დღე მეხუთე
დღევანდელი სატრენინგო შეხვედრის თემა მნიშვნელოვანი და საინტერესო იყო იმდენად, რამდენადაც გავეცანით კავშირებს და უკუკავშირებს სტანდარტებს,მიზნებსა და მაღალ სააზროვნო უნარებს შორის, ასევე ონლაინ- საკომუნიკაციო საშუალებებს(ინტერნეტ-კავშირებს); ვისაუბრეთ უკუკავშირის ეფექტიანობაზე, რომ უკუკავშირი ორიენტირებული უნდა იყოს თანამშრომლობასა და რჩევებზე.
Sunday, September 17, 2017
დღე მეოთხე
დღევანდელ შეხვედრაზე გავეცანი შეფასების დროის სქემას,რომელიც თავის თავში გულისხმობს პროექტის მონაწილეთა უწყვეტ შეფასებას,რაც აუცილებელი მომენტია მიზნის წარმატებულად განხორციელებისთვის.
Saturday, September 16, 2017
დღე მე-3
დღევანდელი სატრენინგო მასალა საინტერესო იყო იმდენად, რამდენადაც გავიგე,რომ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები დამეხმარება პროექტის სრულყოფილად დაგეგმვაში, იდეის სწორი მიმართულებით ჩამოყალიბებაში,რაც საშუალებას მომცემს შემდგომი წინსვლისთვის პროექტებით სწავლების საქმეში.
Saturday, September 9, 2017
დღე მეორე
პროექტის წარმატებულად განხორციელებისთვის ერთერთი აუცილებელი პირობაა პუბლიკაცია,ანუ შევამზადო ჩემ ირგვლივ საზოგადოება,მასწავლებლები,მოსწავლეები,მშობლები; დავაინტერესო ისინი პროექტში წამოდგენილი თემით,დავეუფლე ტექნიკას ბროშურის,გაზეთის შექმნისათვის.
Friday, September 8, 2017
დღე პირველი
პროექტი ინტელის პირველი შეხვედრა ძალიან შთამბეჭდავი იყო ჩემთვის იმდენად, რამდენადაც დავინახე პროექტებით სწავლების ეფექტიანობა,პროექტებით სწავლება მოსწავლეებისთვის სწავლის პროცესს სახალისოს და მოტივირებულს ხდის,არ არის მისთვის ამა თუ იმ თემის სწავლა მოსაბეზრებელი,მოსწავლე ხედავს, რომ მისი შრომა სხვებისთვის სარგელიანია,იგი იძენს 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს,უვითარდება სხვადასხვა უნარები და ა.შ. პროექტებით სწავლება მნიშვნელოვან როლს შეასრულებს მოსწავლის პიროვნებად ჩამოყალიბების საქმეში,რადგან პროექტზე მუშაობის პროცესში მას უხდება სხვა დისციპლინებთან, სხვადასხვა პროფესიის ადამიანებთან შეხება.
Subscribe to:
Posts (Atom)